LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადგან მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს… გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე! – დავით ხიდაშელი

53
ხიდაშელი

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ მას “უსაფუძვლო თავდასხმებისგან” ვერ იცავს. როგორც ხიდაშელი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, მის წინააღმდეგ ტყუილებს ავრცელებენ.

ბიზნესმენი წერს, რომ გამოსავალს იმაში ხედავს, რომ “განზე გადგეს”. მისი თქმით, ოჯახს ურჩია ტენდერი გამოაცხადონ და ყველა მსურველს მისცენ შესაძლებლობა 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%, რომელიც მათ ეკუთვნით, მათ შორის “რიყის დოქები” და მიწები რაჭაში.

“რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე!

დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა - TI

"სახელმწიფომ რაჭაში 104 712 ჰექტარ ტყეზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49 წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეც რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია".

საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.

საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა – იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში … ერთი დაველოდები მსურველებს, რომ ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!” – წერს ხიდაშელი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა. ორგანიზაციამ მოუწოდა პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, ხომ არ შეიცავდა რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებს

წყარო: მთავარი არხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები