LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში, მეძროხეობის ფერმებში სამეცნიერო კვლევები ჩატარდება

224

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქართულ-შვეიცარიულ კომპანიასთან „ბლაუენშტაინ-საქართველო” მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი საქართველოში სამთო მეცხოველეობის განვითარების და მთის სუბალპური და ალპური საძოვრების ეფექტიანად გამოყენებისთვის მეცნიერულ ხელშეწყობას ითვალისწინებს.

თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია რაჭაში ,,ბლაუენშტაინ-საქართველოს“ მეძროხეობის ფერმების სამეცნიერო-კვლევით ბაზებად გამოყენება.

მოხდა შეთანხმება მინი სასაკლაოზე სხვადასხვა გენერაციის მოზვრების  საკონტროლო დაკვლების ერთობლივად ჩატარებაზეც.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაღალმთიანი საძოვრების ათვისების სქემას შექმნიან და საძოვრების მწვანე საფარის შემადგენლობას შეისწავლიან, რომლის საფუძველზეც რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და ფერმერებს გააცნობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები