LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაჭა არ იყიდება“, „ტყე ეკუთვნის ხალხს“ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია განახლდა

150
BeFunky-collage

„რაჭა არ იყიდება“, „ვის ჰკითხეთ, ტყე ეკუთვნის ხალხს” – ამ ლოზუნგით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრასა და იმის გაგებას ითხოვენ, თუ რა გეგმა აქვს სამინისტროს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

ამასთან, მათ გუშინდელ აქციაზე განაცხადეს, რომ ერთ-ერთი მოთხოვნაა, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აქციის ადგილას მივიდეს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

რაჭის ტყეებთან დაკავშირებით სამინისტროსთან აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა გაუქმდეს 2022 წელს გაცემული ლიცენზია, რომლის მიხედვითაც, მათივე თქმით, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას 18 ნოემბერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად“.

სამინისტროს განმარტებით, ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა, რადგან ლიცენზია არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას გულისხმობდა.

 

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“