LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა მტერმა,გააკეთა შინაურმა” – გიორგი კალანდია ვარძიაში გაჩენილ ცეცხლზე

479

“21-ე საუკუნეა და ამიტომ უნდა გავიგოთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უნდა განაგებდეს სახელმწიფო და არა ეკლესია!“ – ამის შესახებ „ფეისბუქზე“ ისტორიკოსი გიორგი კალანდია წერს, რომელიც ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლის გაჩენას ეხმიანება და ჭვარტლით დაფარული ფრესკების ფოტოს აქვეყნებს.

„აი, ასე გამოიყურება დღეს მეფეთა-მეფე თამარის და დიდი გიორგი მესამის ფრესკა! ის რაც 800 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ვერცერთმა მტერმა და მომხდურმა – ის გააკეთა შინაურმა, ოღონდ უფრო საშიშმა და სამარცხვინომ, რადგან ეს შინაური არის ბნელი და გაუნათლებელი! იმედი მაქვს ეს იქნება კარგი გაკვეთილი მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ საეკლესიო საგანძური მუზეუმებიდან უნდა გამოვიტანოთ, რომ ხატი თავის თავს დაიცავს, რომ მრვალსაუკუნოვანი ფრესკებისთვის სანთლის ჭვარტლი არაფერია. მორჩა და დასრულდა! იმისათვის რომ ჭკუა გვესწავლა, საფრთხის ქვეშ თამარის ფრესკა დავაყენეთ! იმედია ჭკუას ახლა მაინც ვისწავლით! ვინც ამ თემაზე კამათს დამიწყებს ან ამ ფაქტის გამართლებას ეცდება, ჩემი მეგობრებიდან ვშლი. 21-ე საუკუნეა და ამიტომ უნდა გავიგოთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უნდა განაგებდეს სახელმწიფო და არა ეკლესია!“