LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც უფრო ადრე აიცრუებ უვარგის ხალხზე გულს, მით უფრო მეტი დროის ეკონომიას გააკეთებ” – ჰიუ ლორის ცნობილი გამონათქვამები

4373
ჰიუ ლორი

ბრიტანელმა მსახიობმა, რომელმაც სერიალის „დოქტორ ჰაუსი“ წყალობით გაითქვა სახელი, სინამდვილეში პროფესიონალი მუსიკოსი და მწერალია არაჩვეულებრივი ბრიტანული იუმორით.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჰიუ ლორის ცნობილ ფრაზებს:

ჭკუა ყველას აქვს, უბრალოდ მისი გამოყენების ინსტრუქციაში ვერ გაერკვა ყველა!

მაშინაც კი, როცა მარტო იბრძვი ყველას წინააღმდეგ, სულაც არ ნიშნავს, რომ მართალი არ ხარ.

ადამიანებს ძალიან უყვართ სხვისი შეცდომების მოძიება. საკმარისია, ერთი შეგეშალოს და ასი კაცი გეცემა გასაკრიტიკებლად.

არ მიყვარს ადამიანები, ვინც ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ საკუთარ თავს. სრულყოფილება ყოველთვის ყალბი და მოსაბეზრებელია, იუმორი კი, ბევრად მიმზიდველი და სექსუალური.

ძალიან რთული საკუთარი თავის შენარჩუნება, სწორედ ამიტომ ცხოვრობენ ბრიყვები სხვის მიბაძვით.

ფლირტი ყოველთვის გულუბრყვილო ხუმრობით იწყება, თუმცა რამდენიმედღიანი რომანიც საკმარისია და გულუბრყვილობასთან ერთად იუმორის გრძნობაც უკვალოდ ქრება.

უცნაურია, მაგრამ ყოველთვის ის გვძულს, ვინც ჩვენზე კარგია.

ტკივილი ყოველთვის პირადი და ინდივიდუალურია, რომელიც ადამიანმა დამოუკიდებლად და ნებისმიერ ფასად უნდა დაძლიოს.

ყოველთვის უკეთ მეფიქრება, როცა ვიცი, არიან ადამიანები, ვინც ჩემს ნაფიქრს გამოასწორებს.