LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ სამუშაოები, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა – აღდგენილი: კალაძე წყნეთის მეწყერზე

50
კახა კალაძე

“აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა – ძალიან სწრაფად აღდგენილი.” – ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და 30 ივლისს წყნეთში, ლეონიძის ქუჩაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე და განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იგრძნონ და დაინახონ გვერდით დგომა და მხარდაჭერა:

“ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იგრძნონ და დაინახონ გვერდით დგომა და მხარდაჭერა. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა – ძალიან სწრაფად აღდგენილი. მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს დედაქალაქის მერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ დეტალური ინფორმაცია თავისი მოადგილისგან ირაკლი ბენდელიანისგან მოისმინა:

“პირველადი ღონისძიებები უკვე გატარებულია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდებარედ არსებული სავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია. ასევე, იმ არეალში იყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მილი, რომლის დაზიანდების გამო მოსახლეობას წყლის მიწოდების რამდენიმესაათიანი შეზღუდვა ჰქონდა, თუმცა, დღეს, ეს პრობლემა მოხსნილია. კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა დაუყონებლივ უზრუნველყვეს მოსახლეობის წყალმომარაგება ალტერნატიული წყლის მილით. პირველივე წუთიდან, მერიის შესაბამისი სამსახურები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ჩართულები არიან. ამჟამად იგეგმება, თუ რა მიმართულებით უნდა დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება.” – თქვა ირაკლი ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, მეწყრული პროცესები წყნეთში, ლეონიძის ქუჩაზე 30 ივლისს განვითარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები