LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, ამაზე მეტი ან რა საშინელება უნდა თქვან და ან რა ჩვენება უნდა მისცენ ამ კომისიის წევრებმა?! – მაღლაფერიძე

138
vasilmaglaferidzeeee-cr-739x428-2021-01-16-10-35-01-200499

“რაც დღეს პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, ამაზე მეტი ან რა საშინელება უნდა თქვან” – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ვასილ მაღლაფერიძე პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ივერი მელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

წამიყვანონ უკან და ჩავჯდები: მელაშვილი წინააღმდეგია მისი განთავისუფლების საკითხი ვინმემ პარლამენტში შესვლის საბაბად გამოიყენოს

“ანგარიში ძმებშიც მოსულა და ქართველები და აზერბაიჯანელები გავაგრძელებთ გარეჯზე მოლაპარაკებებს, მაგრამ ქართველების ერთი ნაწილი პირდაპირ ეთერში თავგამოდებით რომ ამტკიცებს, გარეჯი ჩვენი არ არის და აზერბაიჯანს ეკუთვნისო, ამ საშინელ ვირუსს რა ეშველება?!

საკუთარი ტერიტორიის დაცვის ინსტიქტი მწერს და ნადირ-ფრინველს აქვს და ადამიანს გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო. ძალიან, მძიმე ვირუსია, ძალიან! ?

P.S. რაც დღეს პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, ამაზე მეტი ან რა საშინელება უნდა თქვან და ან რა ჩვენება უნდა მისცენ ამ კომისიის წევრებმა?! მაგათ ხელში კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები”- წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ვინც პარლამენტში შემსვლელია უკვე შევიდა, რამდენ ხანს შეიძლება ეს ხალხი ციხეში ჰყოლოდათ ტყუილად: პაატა ზაქარეიშვილი

მე მათ პოლიტიკურ პატიმრებს ვერ დავარქმევდი – ვახტანგ გომელაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები