“ლარი უნდა დამთავრდეს! რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ, რომ ლარი ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია და დროულად გადავალთ მულტი სავალუტო რეჟიმზე, მით უკეთესი თითოეული ჩვენთაგანისთვის”,- ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე აცხადებს.
ის სოციალურ ქსელში საქართველოს ეკონომიკის შესახებ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ივნისში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზე გავიდა 9.9%. ეს იმას ნიშნავს, რომ 9.9% ით გაძვირდა ყველა ტიპის საქონელი, თუ მომსახურება რასაც იყენებდით. ინფლაცია დასაშვებია 3-4% ის ფარგლებში და ეს კარგია იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაციის პარალელურია ადამიანების შემოსავლების ზრდა. პირობითად თუ 3% იან ინფლაციის პროპორციულად 3% ით იზრდება ადამიანების შემოსავლები, ეს ეკონომიკურ ბალანსს ქმნის.
როდესაც ქვეყანაში არის 9.9 % იანი ინფლაცია (ფულის გაუფასურება, ჭარბი ფული, გაზრდილი ფასები და ა.შ) და ამის ფონზე მოსახლეობას შემოსავლები უმცირდება (კარგავენ სამსახურს და ა.შ) იწყება ეკონომიკური კრიზისი.
რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ, რომ ლარი ფაქტიურად სამუზეუმო ექსპონატია და დროულად გადავალთ მულტი სავალუტო რეჟიმზე და დროულად შევუერთდებით ევროს მონეტარულ პოლიტიკას, მით უკეთესი თითოეული ჩვენგანისთვის. ყოველი დღე არსებული ეკონომიკური რეალობის და მონეტარული პოლიტიკის, არის ჩვენი გაღარიბებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ლარი უნდა დამთავრდეს!”, – ეკონომისტი ოთარ აბესაძე