LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის, რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, სხვაგანაც შეიძლება მოხდეს” – ჯანმოს დირექტორი

94
Tedros-WHO-RTX37CKD-0

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, გლობალურად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიის პირველ ექვს თვეში.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, მოსახლეობას მოუწოდა გააგრძელონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ორგანიზაციების მიერ მიწოდებული რეკომენდაციები.

„ის, რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, სხვაგანაც შეიძლება მოხდეს, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების ზომებს არ შევასრულებთ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასაწყისიდან ითხოვს. ვაქცინები პასუხის ნაწილია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პასუხი“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები