LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც იცხოვრეს ერთად, სულ ცემა-ბეგვაში… ერთხელ უდაბნოს გზაზეც მიატოვა თურმე ნაცემი გოგო“ – რას ჰყვებიან მეზობლები თავდამსხმელზე

396
საგარეჯო

„რაც იცხოვრეს ერთად, სულ ცემა-ბეგვაში… ერთხელ უდაბნოს გზაზეც მიატოვა თურმე ნაცემი გოგო. მერე შემთხვევით რაღაც მანქანა გამოვიდა.. ეგ ომებში ნამყოფი ბიჭი რომ იყო, ეტყობა ვერ იყო კარგად“, – ამის შესახებ საგარეჯოში მომხდარი თავდამსხმელის, ნოდარ ათუაშვილის მეზობლებმა მედიასთან განაცხადეს.

როგორც მეზობლები ჰყვებიან, მამაკაცი იყო მოძალადე და ის ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა როგორც მეუღლეს, ასევე შვილს. ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე კი მათ სახლის დატოვებაც მოსთხოვა.

„რაც იცხოვრეს ერთად, სულ ცემა-ბეგვაში… ერთხელ უდაბნოს გზაზეც მიატოვა თურმე ნაცემი გოგო. მერე შემთხვევით რაღაც მანქანა გამოვიდა.. ეგ ომებში ნამყოფი ბიჭი რომ იყო, ეტყობა ვერ იყო კარგად. ხან ცოლს სცემდა, ხან გააგდებდა, ხან შეირიგებდა.

მოუვლიდა რაღაცა და ხან ეჭვიანობდა და ხან რა. 2 კვირის წინ მოსულა და ეს გოგო გაუგდია ამ სახლიდან, ცოლი. წადი აქედანო, ჩემი ბინააო და წადიო,“ – აცხადებენ „რუსთავი 2“– თან საუბრისას მეზობლები სოფელ მანავიდან.

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით, საგარეჯოს რაიონში თავდასხმა მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამავე თემაზე:

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები