LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა, საჩხერის სამედიცინო ცენტრის ასამდე თანამშრომელი იზოლაციაში მოექცა

210
imedinews-9
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ასამდე თანამშრომელი იზოლაციაში გადავიდა.
იზოლირება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული საჩხერის მერის ცოლია.

თანამშრომლებს ტესტები უკვე ჩაუტარდათ და ანალიზების პასუხებს ელოდებიან.

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა.

როგორც ცნობილია, ექიმ-ინფექციონისტს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ინფიცირების წყარო.

ექიმი კორონავირუსით ინფიცირებულებთან ეკიპირებით შედიოდა.

ექიმები პასუხის მიღებამდე კლინიკას არ ტოვებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები