LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც ჩვენ მოვედით, ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებაო – კალაძემ თბილისის ახალი ბიუჯეტი წარადგინა

125
74936954-3103217636361482-8075503436717621248-o

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახი კალაძემ 2020 წლის დედაქალაქის ახალი ბიუჯეტი წარადგინა. კალაძის განცხადებით, მომდევნო წელს თბილისს 3000 მილიონი ლარის ბიუჯეტი ექნება. მერმა აღნიშნა, რომ მათი მუშაობის პერიოდში თბილისის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.

„2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება იქნება ისევ ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები. ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს ქალაქში, გვაქვს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ ამას არ უნდა შევუშინდეთ, პირიქით, ჩვენი ენთუზიაზმით, ჩვენი შემართებით მივუდგეთ, რასაც მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ ჩემი თითოეული თანამშრომლის მხრიდან. ამ შემართებით ჩვენ შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და ღირსეულად გადავლახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დედაქალაქს. მე ვსაუბრობდი თანხების მატებაზე: 2018 წელს ბიუჯეტი იყო 920 მილიონი ლარი. 2019 წელს ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონი იყო, ხოლო 2020 წელს დასახარჯი თანხები იქნება დაახლოები მილიარდ 300 მილიონი. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ქალაქის მიმართულებით. ვიმეორებ, არის ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება – ეს არის ქალაქის ინფრასტრუქტული პროექტები და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ადამიანი და ბევრი ოჯახი, რომელსაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახს გვერდში დავუდგეთ, რომ მათ მოახერხონ გამართულად ცხოვრება“, – განაცხადა კახი კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები