LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც ახლა წარმოადგინეთ, ეს არის სადღეგრძელო, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში პირველად მოხვედით: იოსელიანი ღარიბაშვილს

76
FORTUNA.GE-

“თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა, როგორც თქვით, რატომ წარმოგვიდგინეთ იგივე მინისტრთა კაბინეტი, რომელიც წლების განმავლოაბში ამ მდორე განვითარების ავტორია” – ამ კითხვით მიმართა პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა, პრემიერობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი ხელისუფლებაში პირველად მოდის.

მან ღარიბაშვილის მიერ წარგენლი პროგრამა სადღეგრძელოს შეადარა და თქვა, რომ “მასში არაფერი წერია”.

“ეს, რაც ახლა წარმოადგინეთ, ბოდიში ამ სიტყვებზე, მაგრამ არის სადღეგრძელო, ეს პროგრამა არ არის, არაფერი არ წერია აქ. ისიც კი არ წერია, რაც წინა პროგრამებში ეწერა.

ბიზნესი ახსენეთ და წინა პროგრამა ითვალისწინებდა, რომ ბიზნესისთვის უნდა შექმნილიყო, მაგალითად, მარტივი რეგისტრაციის საშუალება, 2019 წლის პროგრამაში ეწერა ეს, უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო სავაჭრო საარბიტრო პალატის ფუნქციონირება, რომელიც რაღაც რეგიონალური მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ნდობა არ აქვს ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ამოღებულია ახლა.

გისმედით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში. თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა აქამდე, რაც თქვენი სიტყვებია, რომ მდორედ მიდიოდაო, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ, ვინც წლების განმავლობაში ამ მდორე განვითარების ავტორია?”. – განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები