რა ზომებს იღებს შსს არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულთან დაკავშირებით – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა ანა ფაჩუაშვილმა ისაუბრა.
რა ზომებს იღებს შსს არასრულწლოვნებთან სექსუალური ტიპის დანაშაულთან მიმართებაში?
ჩვენი მხრიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებთან მიმართებაში არსებულ სექსუალური ტიპის დანაშაულის კუთხით სწორი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ კვალიფიკაციური ცოდნა და შესაბამისი მგრძნობელობა, რადგან არასრულწლოვნებთან მუშაობა მათი ნდობის ფაქტორზეა დამყარებული.
2022 წლიდან ამოქმედდა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი ეგრეთ წოდებული ბარნ ჰაუსები. სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი დაზარალებული და მოწმე ბავშვები ამ ცენტრის ტერიტორიაზე გადაგვყავს, სადაც ბავშვს ხვდება სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ექსპერტიზაც კი ამ ცენტრში ტარდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რას ნიშნავს სქესობრივი დანაშაული და რა ზომები იქნება მიღებული ამ დანაშაულის წინააღმდეგ მიღებული.
შსს დაიწყო კამპანია ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით. ეს კამპანია ოთხჯერ ჩატარდა და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ დანაშაულთან დაკავშირებით.
სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე მუხლია, ერთ-ერთი 150-ე პრიმა მუხლი, რომლითაც არა მარტო ის პირები ეძლევიან პასუხისგებაში, ვინც არასრულწლოვანის „ცოლად“ მოყვანა განიზრახა, არამედ ოჯახის წევრებიც.
საზოგადოების წევრებმა, ვისაც ასეთი დანაშაული შესახებ აქვთ ინფორმაცია ხმა უნდა ამოიღონ და დროულად უნდა ჩაერიოს პოლიცია, სანამ ბავშვის უფლებები იქნება დარღვეული. ერთ-ერთი ბოლო საქმე ეხება სწორედ ასეთ შემთხვევას, როდესაც საქმეში გამოიკვეთა დედის როლი, რომელმაც ხელი შეუწყო შვილის გათხოვებას.
ერთ-ერთი ბოლო საქმეში, რომელიც მახსენდება, ასევე ბიჭის ახლობლების მხრიდან იყო გაჟღერებული, რომ ბავშვი „თავისი ნებით“ გაჰყვა ცოლად ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ბუნებრივია ვერ იქნება არგუმენტი, როგორია თქვენი პოზიცია?
ჩვენ ყველა დეტალს ვიკვლევთ. როცა არასრულწლოვნის მიმართ ხდება სექსუალური სახის დანაშაული, ჩვენ ვითვალისწინებთ რომ ბავშვის ნებელობა არ არის რეალური და ნამდვილი, შეუძლებელია 13 წლის ბავშვმა თანხმობა განაცხადოს სქესობრივ ურთიერთობაზე, ბავშვს ვერ ენდომება მის მიმართ ძალადობრივი მოვლენების ჩადენა და აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი შეიძლება ვერც იაზრებდეს თუ რა ხორციელდება მის მიმართ. ამ ასაკის ბავშვებთან რაიმე ტიპის სექსუალური დანაშაულის განხორციელება ფასდება გამოძიების მიმართ და ამ კონკრეტულ საქმეში დაკვალიფიცირდა როგორც გაუპატიურება. ამიტომ აქ ვერ იქნება გათვალისწინებული ოჯახის წევრების მიერ გაჟღერებული „ბავშვს უნდოდა“.
ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით გვაქვს შემდეგი სტატისტიკა: 2020 წელს 134 ფაქტი გამოიკვეთა, სადაც დანაშაულის ჩადენის მოტივად სწორედ ბავშვთან ქორწინება იყო დასახელებული.
ბავშვები თუ მოგმართავენ დახმარებაზე?
გვაქვს ბავშვებისგან შეტყობინებები, ჩვენთან მომართვები იზრდება თითოეული კამპანიის შემდეგ. უშუალოდ შეხვედრის შემდეგაც დაგვლაპარაკებიან ბავშვები, თუმცა ბავშვებს ეშინიათ რომ ფაქტზე საუბრის შემდეგ მათ მიმართ განხორციელდება გარკვეული ტიპის ზეწოლები.
ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა ბავშვი საქორწინო კაბითაც წამოგვიყვანია ქორწილიდან. ასეთი ტიპის ქორწინების შემდეგ ეს ბავშვები უფრო მოწყვლადები არიან და მათზე ხშირად ხორციელდება არა მარტო სექსუალური ტიპის ძალადობაა, არამედ ფიზიკური ტიპის დანაშაულის მსხვერპლები ხდებიან. მძიმე კატეგორიის ტიპის დანაშაულზე ხელის დაფარება ასევე დანაშაულია, შესაბამისად, აუცილებელია ასეთი ტიპი დანაშაულის შესახებ საზოგადოებამ მოგვაწოდოთ ინფორმაცია.