LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა წერია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში საქართველოს შესახებ

151
საქართველოს და ევროკავშირის დროშები

დღეს, 30 ივნისს, ევროკავშირი უკრაინის შესახებ მორიგ რეზოლუციას დაამტკიცებს. რეზოლუციის ტექსტი გუშინ ევროკავშირის სამიტის შემდეგ გახდა ცნობილი და მასში საუბარი საქართველოსაც შეეხო.

ოლივერ ვარჰეიმ საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიში წარადგინა

სამიტის დასკვნით დოკუმენტში წერია, რომ ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებს.

ამასთან, ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს მას ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო პირობების შესრულებაში.

ოლივერ ვარჰეი: საქართველოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული

შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის სახალხო დამცველის არჩევა გამჭვირვალე პროცესის საშუალებით.

სამიტის მონაწილეები საუბრობენ უკრაინისა და მოლდოვას პროგრესის შესახებ.

ერთობლივი განცხადების თანახმად, ლიდერები აღიარებენ უკრაინის არსებით ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში აუცილებელი პირობების შესასრულებლად და მოუწოდებენ უკრაინას, გააგრძელოს რეფორმების გზა.

ოლივერ ვარჰეი: წინა კვირას ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი და ეს იყო მესიჯი – თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს!