შვეიცარიელებმა 3600 ტონიანი სახლი აიღეს და გვერდით გადადგეს. უცნაური იდეა ქალაქ სანკტ-გალენში გაუჩნდათ და დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვეს. საქმე ისაა, რომ სახლი კომპანია EMS ეკუთვნის და მათ მის ადგილზე სხვა რამის აშენება გადაწყვიტეს. არსებული შენობის დანგრევა არ სურდათ, ამიტომ უბრალოდ გვერდით გაწიეს. გამოცემა „Le Matin”-ის ინფორმაციით, უზარმაზარი ნაგებობის დაძვრაში მშენებლებს რელსები დაეხმარათ და მისი 20 მეტრით გადაადგილებს მხოლოდ 7 საათი დასჭირდა.