შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ცეცხლის კერების გავრცელების არეალმა შედარებით დაიკლო.
შინაგან საქმეთა მინისტრი ბორჯომში ჩავიდა
როგორც ადგილზე ჩასულმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ცეცხლის მოსახლეობაზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს:
„ავიაციას 3 თვითმფრინავი დაემატა და, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, თურქულ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვნად შეეტყო კიდეც.
დღეს ქარი იყო და ვერტმფრენებს ძალიან უჭირდათ. რამდენიმე საათი დილით იმუშავეს, თუმცა ქარში ვეღარ მუშაობდნენ.
აქედან გამომდინარე, ავიაციამ მაქსიმალურად მაღალ დონეზე იმუშავა და შედეგიც სახეზეა. შედარებით დაიკლო ცეცხლის კერების გავრცელების არეალმა. არის, რა თქმა უნდა, ცოტა მომატებული. შემიძლია ვთქვა, რომ წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს იქ იყო ცეცხლი გადასული და ახალ-ახალი კერები იყო. სადაც ფიჭვნარი იყო, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა ცეცხლი.
პატარ-პატარა კერებია. თვითონ ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. ცეცხლის მოსახლეობაზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს, თუ რაღაცა სასწაული არ მოხდა, ქარიშხალი არ ამოვარდა და უბედურება“, – განაცხადა გომელაურმა.