მაკა ზამბახიძე „ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის მონაწილე გახლდათ.
სამწუხაროდ, ის მეორე ტურს გამოეთიშა, თუმცა თევზის ფორმაში მაყურებელს თავი ტინა ტერნერის სიმღერის შესრულებით დაამახსოვრა.
მაკამ ვიდეოდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა და ასე გამოთქვა მწუხარება ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალების გამო:
„ტინა ტერნერის საპატივცემულოდ მიმღერია ეს სიმღერა. ის მართლაც გენიალური იყო…“