LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვაკეთოთ ბათუმში უამინდობისას – რჩევები, რომლებიც გამოგადგებათ

1815
collage

კამპანიაა „გაატარე ზაფხული საქართველოში“ , ანუ Spend Your Summer in Georgia-ს ფარგლებში, უკვე უამრავი ადგილობრივი ტურისტი და არა მხოლოდ, ეწვია აჭარის ზღვისპირეთს. თუმცა, როგორც იცით ბოლო ერთი კვირა საქართველოს საზღვაო კურორტებზე უამინდობაა და ბევრ დამსვენებელს უჩნდება ლოგიკური კითხვა, რა აკეთოს ასეთ დროს..

სწორედ ამ კითხვაზე პასუხს გთავაზობთ „ფორტუნა“. თუ ამჟამად ზღვაზე იმყოფებით, მაგალითად აჭარის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბათუმში, წარმოგიდგენთ ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილების ჩამონათვალს, რომლის ნახვასაც ღრუბლიან ამინდშიც მარტივად შეძლებთ.

სახლი ბავშვობის ოცნებებიდან - სვანური ქოხი, რომელიც ბრუნავს (ვიდეორგოლი)

„ჰეშკილის ქოხებმა“ ახალი, ბრუნვადი ქოხი საკუთარ საოჯახო ტიპის სასტუმროს ცოტა ხნის წინ დაამატა

მოკლედ, თუ არ გინდათ, რომ ნანატრი შვებულების დღეები ნაქირავებ სახლში, ან სასტუმროში გაატაროთ (ვინაიდან გარეთ მზე არ არის და გარუჯვას ვერ ახერხებთ), ამასთან, დრო და ფინანსები უშედეგოდ დახარჯოთ, აღმოაჩინეთ საქართველო და მოარეთ ადგილები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ.

მაშ ასე, ის რაც ბათუმში, ან ბათუმთან ახლოს უნდა მოინახულოთ:

1. მირვეთის ჩანჩქერი — მდებარეობს სოფელ მირვეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის თემში. მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 60 მ სიმაღლეზე. ქალაქ ბათუმიდან დაშორებულია 19 კილომეტრით.

2.პეტრას ციხე – ისტორიული ციხე-ქალაქი აჭარაში, ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს. „პეტრა“ ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო „ქაჯეთის ციხე“ — ქართული. ვარაუდობენ, რომ ვეფხისტყაოსანში სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული.

3.მახუნცეთი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა მახუნცეთისა და ქვედა მახუნცეთის ძველი სახელწოდება. ამჟამად მახუნცეთის თემი მოიცავს სოფლებს: ზედა და ქვედა მახუნცეთი, ქოსოფელი, ჭალახმელა. მახუნცეთის თემი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 220 – 300 მ სიმაღლეზე, ბათუმიდან დაშორებულია 30 კილომეტრით.

4.მახუნცეთის ჩანჩქერი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს.

ჩანჩქერზე მისვლა შესაძლებელია მანქანით, ან სამარშრუტო ტაქსით. ბათუმიდან დაგჭირდებათ ერთი საათი სამგზავროდ.

5.ნურის ტბა (ყოფ. პიონერთა ტბა; სხვა სახელწოდებებია: ნური-გელი ან გელ-ბაში) — ბუნებრივი წარმოშობის ტბა აჭარაში, ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. მდებარეობს ზღვის დონიდან 0,2 მ სიმაღლეზე. უმეტესწილად საზრდოობს მიწისქვეშა წყლით. ნურის ტბაზე შესაძლებელია ნავის ქირაობა და ტბაში შესვლა.

6.ბათუმის ბოტანიკური ბაღი – ბოტანიკური ბაღი აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლზე. ბაღს ზღვის სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი – მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და მდიდარი ბოტანიკური ბაღი, გაშენებულია 111 ჰექტარზე და დაარსებულია 1912 წელს.

10 საოცარი ადგილი, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახო

თვალისმომჭრელი ნაკლებად ცნობილი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ გინახავთ

7.ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი – ქართული მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ ბათუმში, აჭარაში. იგი წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებულ ტაძარს როგორც არქიტექტურული, ასევე მხავრული ღირებულებაც აქვს.

8.ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი – სალიბაურის წმინდა სამების ტაძარი მდებარეობს აჭარაში, ბათუმიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, სამების მთაზე. სამების სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას 2002 წლის 7 სექტემბერს ჩაეყარა საფუძველი. ახალაგებული ტაძრის ეზოდან ბათუმისა და ზღვის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ტაძრის უკან სამების სახელობის დედათა მონასტერია.

ცნობისთვის, ფოტოები და დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ ტურისტულ ლოკაციებზე შეიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: georgiantravelguide.com. ფოტოებიც აღებულია სწორედ ვებგვერდიდან: georgiantravelguide.com