გოდერძის კურორტს მიმდინარე სეზონის განმავლობაში 4 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აღნიშნულ მაჩნვებელს დადებითად აფასებენ.
როგორც ”ფორტუნას” მთის კურორტების განვითარების კომპანიის კურორტ ”გოდერძის მთის” უფროსის მოადგილე ვაჟა დიასამიძემ განუცხადა, პროგნოზი, რომელიც პირველი წლისთვის კეთდებოდა, გამართლდა.
”იმის გათვალისწინებით, რომ კურორტამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია და გარდა ამისა, გოდერძის უღელტეხილი მთელი სეზონის განმავლობაში დაკეტილი იყო და თბილისიდან მომავლ ვიზიტორებს ბათუმის გავლით უწევდათ კუროტამდე მისვლა, სეზონმა კარგად ჩაირა. ვიზიტორები სასრიალო ტრასების და თოვლის ხარისთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამდნენ” – განუცხადა ”ფორტუნას” დიასამიძემ.
რაც შეეხება ვიზიტორების შენიშვნებს, მისივე თქმით, ეს ძირითადად, გზის პრობლემას, და სასტუმროებისა და რესტორნების ნაკლებობას ეხებოდა.
”მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ინვესტორთან სასტუროებისა და რესტორნების განთავსების მიმართულებით და შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი წლიდან კურორტი უფრო მრავალფეროვანი იქნება” – აღნიშნა დისამიძემ.
სეზონი გოდერძიზე მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ამ დროისთვის კურორტს ვიზიტორები რუსეთიდან სტუმრობენ. კურორტის ხელმძღვანელობის განმარტებით, ვიზიტორთა საერთო რადოდენობის ნახევარი უცხოელი იყო.
სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ბათუმიდან 109 კილომეტრის დაშორებით აჭარის მაღალმთიანეთში მდებარეობს. კურორტს რვაკილომეტრიანი სათხილამურო ტრასა აქვს, დამსვენებლებს კი საბაგირო და ექვსადგილიანი ბაბლი ემსახურება.
ამ ეტაპზე კურორტზე ექვსი სასტუმროს ტიპის კოტეჯია განთავსებული, რომელთაგან თითო 12 ადამიანზეა გათვლილი.
გოდერძის კურორტი გასული წლის 5 დეკემბერს გაიხსნა.