LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვაჭამოთ ბავშვს პანდემიის დროს, რომ არ დასუსტდეს – რჩევები ბიძინა კულუმბეგოვისგან

1037
pjimage (1)

„ბავშვის ჯანმრთელობას საფუძველი ეყრება, მისი დაბადებიდან, პირველი ათასი დღის განმავლობაში. ამიტომ, ბავშვი ამ პერიოდში უნდა იყოს საუკეთესო საკვებზე“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „პანდემია“ განაცხადა.

მან ვრცლად უპასუხა მაყურებლის შეკითხვას იმის თაობაზე, „ხომ არ არის საშიში, პანდემიის დროს, ბავშვის ხელოვნურ კვებაზე ყოფნა, მაშინ, როცა ცნობილია, რომ დედის რძე იმუნიტეტეს აძლიერებს“.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, დედის რძის ანალოგი, არც ერთი ხელოვნული რძე არ არის და 100 წელიც რომ გავიდეს, ინდუსტრია ვერასოდეს შექმნის დედის რძესთან მიახლოვებულ ნარევს, თუმცა არის მომენტები, როცა ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგებით.

„აქ მინდა,რომ ძალიან სწორად დავაიმედო ჩვენი მშობლები, რომ დღეს არის შესაძლებლობა, ავირჩიოთ ისეთი საკვები, რომელიც ზოგადად ადამიანის და მითუმეტეს, ბავშვის იმუნურ სისტემას, მნიშვნელოვნად წაახალისებს“, – ამბობს ლერგოლოგ-იმუნოლოგი.

მისივე განმარტებით, ბავშვის ჯანმრთელობას საფუძველი ეყრება, მისი დაბადებიდან, პირველი ათასი დღის განმავლობაში, ამიტომ ბავშვი ამ პერიოდში უნდა იყოს საუკეთესო საკვებზე.

„თუ არ არის შესაძლებლობა, რომ მან დედის რძე მიიღოს, უნდა მივცეთ ისეთი საკვები, რომელიც ყველა დანაკლისს შეუვსებს. როცა ვსაუბრობთ ამ ტიპის საკვებზე, ძალიან მნიშვნელოვანია ავარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც გააჩნია იმუნური სისტემის უფრო მეტი წახალისების უნარის მქონე დანამატები“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მან, ამ თვალსაზრისით, ბავშთა კვების პროდუქტების მწარმოებელ იტალიურ ბრენდ „პლასმონზე“ გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოშიც ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია, რომ „პლასმონი“ მოიცავს სხვადასხვა დასახელების და ტიპის პროდუქციას, სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის. „პლასმონის“ პროდუქტებით სრულად შესაძლებელია ბავშვის საკვები რაციონის შევსება.

„პლასმონის“ შესახებ

პლასმონი -1902 წლიდან დედების არჩევანია იტალიაში. ყველა ინგრედიენტი და პროდუქტი სათუთად არის შერჩეული. დამზადებულია იტალიაში და  100%-ით ნატურალურია.

პლასმონი – ექსკლუზიური რეცეპტებით და დელიკატური გემოთი, დამზადებულია მხოლოდ ნარჩევი ინგრედიენტებისგან თქვენი პატარებისათვის საუკეთესო პროდუქტების შესაქმნელად.

წარმოების ქსელში განხორციელებული მრავალი კონტროლის გარდა, „პლასმონი“ გადის ნედლეულის 10 000 ლაბორატორიულ შემოწმებას.

„ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბავშვის კვებისთვის შესაფერის ნედლეულს, მინიმუმამდე ვამცირებთ მიკოტოქსინების წარმოქმნის რისკს და ვიყენებთ ინტეგრირებულ დაცვით ტექნიკებს, რომლებიც გარემოზე ნაკლებ უარყოფით ზემოქმედებას ახდენენ“, – აცხადებენ „პლასმონის“ შემქმნელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები