LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იყოს ახალი წლის სანტას სახლში გატარებაზე უკეთესი? – Aribnb-ზე საინტერესო სიახლე გამოჩნდა

129
165912ac-942b-48c7-9fac-d43e9080

Airbnb-ზე ძალიან საინტერესო სახლი დაემატა, დამსვენებლებს ლაპლანდიაში, პირდაპირ სანტა კლაუსის ქოხში ეპატიჟებიან.

სანტას სახლი 2 ბავშვსა და 2 ზრდასრულზეა გათვლილი და ზუსტი ღირებულება საიტზე ჯერჯერობით არ წერია.

განცხადების ავტორი სანტას მთავარი ელფია, რომელიც სტუმრებს სანტას საფოსტო განყოფილების სიახლოვეს ცხოვრებას სთავაზობს. უფრო მეტიც, ის ადამიანები ვინც არჩევანს ამ ქოხზე შეაჩერებენ, სანტა კლაუსისთვის გაგზავნილი წერილების დახარისხებაშიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.

„სანტა ყოველწლიურად 30 ათასზე მეტ წერილს იღებს ყველა ასაკის ადამიანისგან. ჩვენთვის, ელფებისთვის ეს წელიწადის ყველაზე დატვირთული დროა, ამიტომ გეპატიჟებით, დაგვეხმაროთ წერილების წაკითხვაში,“ – წერია განცხადებაში.

ქოხის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე – გაისეირნონ თოვლმავლით, მიირთვან გემრიელი კერძები და დატკბნენ ჩრდილოეთის ციალით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები