LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა საგნების არჩევის შესახებ – ცვლილებების ვადა 15 აპრილს იწურება

57
Untitled design (1)

აბიტურიენტებს საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა რეგისტრაციის მეორე ეტაპზე – 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (Naec.ge) ავრცელებს და საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აუცილებელი საგნების ჩამონათვალს აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ აცნობს.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება.

Naec აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი საგნების ჩამონათვალს:

2020 წლის მსგავსად, წელს საბაკალავრო პროგრამებზე ჩასარიცხად შემდეგი გამოცდები ბარდება:

1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
2. უცხოურ ენაში.
მესამე გამოცდა დამოკიდებულა პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას აბარებენ.

ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულოა ოთხი გამოცდა:
1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა;
3. ბიოლოგია;
4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს).

სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს:
1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა.
სტუდენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვებისათვის აბიტურიენტს შეუძლია კიდევ ერთი საგანი (ისტორია/მათემატიკა) ჩააბაროს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მცირე ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. დეტალური ინფორმაცია მოცემულია 2021 წლის აბიტურიენტთა ცნობარში.” – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შეახსენებს:

❗ თქვენ ვერ აირჩევთ პროგრამებს, თუ არ გექნებათ მითითებული რელევანტური საგნები და ვერ მიიღებთ მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში.

❗ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ შენახვის ღილაკი და დაიმახსოვროთ შესაბამისი ცვლილება.