LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს: გამოცდების ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს

103
FORTUNA.GE- (2)

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასასწრებად აბიტურიენტების რეგისტრაცია 31 მარტამდე გრძელდება.

პარალელურად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს და აბიტურიენტებს იმ ძირითად საკითხებს სთავაზობს, რომლებიც მათ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს უნდა გაითვალისწინონ.

დეტალები, რომლებზეც უნდა გაამახვილონ ყურადღება აბიტურიენტებმა:

◼ აკრედიტებულია თუ არა პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);

◼ აკრედიტაციის ვადები;

◼ გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

◼ მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;

◼ საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;

◼ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;

◼ თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე ურჩევს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება) და მათ წარმატებებს უსურვებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.