LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გაითვალისწინო, თუ მაღაზიის გახსნას გადაწყვეტ?

2700
715-400

ბევრს ჰგონია, რომ საკუთარი ბიზნესის მართვა მარტივი საქმეა და დიდ შრომას არ მოითხოვს, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. თუნდაც პატარა მაღაზიის გახსნა მრავალი ნიუანსის გათვალისწინებას საჭიროებს. შესაძლოა, ოპერირების დროს ისეთმა პრობლემამ იჩინოს თავი, რომელიც უშუალოდ სამუშაო პროცესს აფერხებს და ბიზნესის წარმატებას უშლის ხელს. არსებობს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რაც ამარტივებს ბიზნესის მართვას და წარმატების წინაპირობაა.

თუ მაღაზიას ხსნით, აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება შემდეგ ფაქტორებზე: კვალიფიციური თანამშრომლების დაქირავება, მარაგების მართვა და აღრიცხვა, კონკურენტუნარიანი ფასების შენარჩუნება, უსაფრთხოებაზე ზრუნვა. განვიხილოთ, რა დატვირთვის მატარებელია თითოეული.

კვალიფიციური თანამშრომლების დაქირავება

ძლიერი, მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ბიზნესის მყარი დასაყრდენია. მხოლოდ დიპლომების რაოდენობით ნუ შეაფასებთ თანამშრომლებს, მის დამოკიდებულებას საქმისადმი, სხვა კოლეგებისადმი, მომხმარებლებისადმი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და გავლენას ახდენს საქმის წარმატებაზე.

მარაგების მართვა და აღრიცხვა

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მარაგების აღრიცხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სუსტი მხარეა. თუმცა, თანამედროვე სამყაროში არსებობს მარაგების მართვის ციფრული პროგრამა ოპტიმო, რომელიც არა მხოლოდ ამ საკითხში უწევს დახმარებას ბიზნესოპერატორს, არამედ აძლევს ზუსტ ინფორმაციას გაყიდვებზე, შესყიდვებზე, შემოსავლებსა და მომგებიანობაზე. ზედმეტი ადამიანური რესურსისა და ფინანსური დანახარჯის გარეშე ოპტიმო გაწვდით ინფორმაციას საწყობში და დახლებზე არსებული პროდუქციის რაოდენობის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ზუსტი გათვლებით აწარმოებთ შესყიდვებს და შეცდომების გარეშე სწორი რაოდენობით ამარაგებთ მაღაზიას. rs.ge-თან ინტეგრაცია კი იძლევა საშუალებას, მარტივად მოაგვაროთ შესყიდვების პროცესი, ატვირთოთ ან დააკორექტიროთ ზედნადებები.

გარდა ამისა, ოპტიმოს აქვს მოლარის მარტივი პროგრამა, რომელიც ეხმარება თქვენი გუნდის თანამშრომელს, სწრაფად აწარმოოს გადახდები, გადართოს ჩეკი, თუკი წინა მომხმარებელი შეყოვნდება, არ დააყენოს რიგი და ამით არ გამოიწვიოს უკმაყოფილება. ასევე, მოლარეს დახლებზე ძებნის გარეშე შეუძლია მიაწოდოს დაინტერესებულ პირს ინფორმაცია რომელიმე კონკრეტული პროდუქტის მარაგში არსებობის, ან არ არსებობის შესახებ. კარგი და საინტერესო არის ის, რომ ასეთი მრავალმხრივი პროგრამის დატესტვა ნებისმიერ ბიზნესს უფასოდ შეუძლია 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი მიზერულ თანხადაა მისი გამოყენება შესაძლებელი, შედეგად კი რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას იცილებს ბიზნესოპერატორი თავიდან.

კონკურენტუნარიანი ფასების შენარჩუნება

როცა ბაზარზე ახალი ბიზნესი ჩნდება, მით უმეტეს თუ ეს მაღაზიაა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც მის მომავალ იმიჯს განსაზღვრავს ფასებია. ეს არ ნიშნავს, რომ ირგვლივ მდებარე მაღაზიებთან შედარებით ძალიან დაბალი ფასები უნდა გქონდეთ პროდუქციაზე, თუმცა, უნდა აპოვნინოთ მომხმარებელს ის მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენთან უნდა მოვიდეს. ასეთ შემთხვევაში კი ფასები გადამწყვეტ როლს თამაშობს.

უსაფრთხოებაზე ზრუნვა

დაცვის სისტემა და სათვალთვალო კამერები აუცილებელია, როგორც თქვენი, ასევე თანამშრომლების სიმშვიდისთვის. გარდა ამისა, აუცილებლად  მოწესრიგებული უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, იმატა ხანძრების რაოდენობამ, რაც აუნაზღაურებელი დანაკლისია ნებისმიერი ბიზნესისთვის.

მართეთ ბიზნესი მარტივად და მუდმივად გქონდეთ ინფორმაცია ხარჯებსა და შემოსავლებზე -ეს ოპტიმოს უპირატესობაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში თქვენს ნაცვლადაც ფიქრობს ხოლმე.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები