ყველას გამოუცდია ალბათ ის მდგომარეობა, როცა შთაგონება იკარგება. როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი დგება. რაც უფრო მეტად უარყოფთ ამ მდგომარეობას და არაფერს გააკეთებთ, ჩვეული ხალისის დაბრუნებაც უფრო მეტად გაგიჭირდებათ.
რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ცხოვრებაში ფერები დააბრუნოთ?
• პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – თქვენს თავს დასვენების უფლება უნდა მისცეთ.
გამოძებნეთ ამისთვის დღე და მაქსიმალურად დაისვენეთ. არანაირი საქმეები, გეგმები, თუკი ტელეფონზეც უარს იტყვით, ხომ საერთოდ ძალიან მაგარი იქნება.
• მეორე – საყვარელი ადამიანები მოიკრიბეთ, მიიღეთ მათგან მხარდაჭერა.
აუხსენით მათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა თქვენთვის დასვენება და გადატვირთვა. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ პროცესში ისინიც დაგეხმარონ.
• ფილმები, მუსიკა, წიგნები
გულის გადასაყოლებლად ჩაუჯექი სერიალებს, ფილმებს, წაიკითხე წიგნები. მოკლედ შეეცადეთ მოდუნდეთ და რაღაც დროის განმავლობაში არაფერზე იფიქროთ.
• დარჩით მარტო საკუთარ თავთან
შეეცადეთ გააანალიზოთ ეს სიტუაცია და მიხვდეთ, თუ რამ მიგიყვანათ აქამდე. შეეცადეთ შეცდომებზე ისწავლოთ და მომავალში მსგავსი ნაბიჯი აღარ გადადგათ.
• იძინეთ ბევრი, დალიეთ ბევრი წყალი და მიეცით თქვენს თავს დრო „გლოვისთვის“..
შემდეგ კი თავი ხელში აიყვანეთ და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელეთ.