გადაცემის ლაივი LIVE
რა უნარ-ჩვევები გჭირდება ცხოვრებაში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ ბრენდინგის სპეციალისტმა ალექსი ჩიქოვანმა ისაუბრა.
რა გვჭირდება ადაპტაციისთვის?
ადაპტაციას უნდა მენტალური მოქნილობა, თუ ეს არ არსებობს, მაშინ რთულია ცვლილებები. ადაპტაცია ნიშნავს – რაღაცას შეხედო, მიხვდე რომ ასე აღარ გამოდის და მიუხედავად იმისა, რომ, ოდითგანვე ასე აკეთებდი, რამე შეცვალო.
“სიგიჟეა, აკეთო ერთი და იგივე რამ და ელოდო განსხვავებულ შედეგს“, – ამბობდა აინშტაინი.
მენტალური ჩაკირულობა ხელს გვიშლის გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები. მენტალური მოქნილობის დროს ადამიანს არ ეშინია გარკვეული წესების დარღვევა, გადალახვა.
ყველაზე დიდი მტერია, როცა ამბობენ, „ჩვენ ყოველთვის ასე ვაკეთებდით“, – ეს დამოკიდებულება არ მუშაობს. კომფორტის ზონიდან გამოსვლას აქვს დიდი მნიშვნელობა. ნამდვილი ცხოვრება არის კომფორტის ზონის მიღმა. ნეირომეცნიერება და ნიჰევიორისტიკა წინ მიიწევს. ამ სფეროში ჩახედული სპეციალისტები საუბრობენ სწორედ იმაზე, რომ მენტალური მოქნილობაა საჭირო. გვჭირდება საღი აზრი, რომ არ დავმყაყდეთ.
როცა შენ რადიკალურად ცვლი შენს მიდგომებს, ან თუნდაც ოდნავ შეცვლი და რაღაცებს სხვანაირად გააკეთებ, იდენტობის ცვლილებაც ხდება. სწორედ ეს იდენტობის ცვლილება გვაშინებს, მაგრამ ამ ცვლილებით ხდები უკეთესი „მე“.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2021/07/img-0079-2021-07-29_10-19-25_826230-1024x683.jpg)
რა უნარ-ჩვევები გვჭირდება განვითარებისთვის?
ძალიან კარგი, როცა ხარ ე.წ. „ყველაფერშიკი“, ოღონდ უკანა ოფისში, ანუ შენ თავთან უნდა იყო მაგარი და შეიძინო მეტი ცოდნა და მერე ეს გააერთიანო კონკრეტული საქმიანობისთვის.
უნარებს რაც ეხება, უნდა გქონდეს საღი აზრი, ამისთვის სულ უნდა ეძებო ახალი, რომ არ დაობდე. უნარების მიღება არ არის რთული. ყველაფერი დადის მენტალურ მოქნილობამდე, აუცილებელია იყოთ ინტერესიანი.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2021/07/img-0102-2021-07-29_10-19-27_734705-1024x683.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2021/07/mtav-2021-07-29_10-19-29_553522-1024x683.jpg)