“ტვ პირველის” ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ, რომელსაც გადაცემა “პირველი ხაზი” მიყავს, პირდაპირ ეთერში სტუმრის წარდგენამდე სიცილისგან თავი ვერ შეიკავა. მოგვიანებით, ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით: “რა უხერხულია”
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, წამყვანს ეთერში შესვლა სრულიად მოულოდნელად მოუწია.
“წეღან ვიჯექი ჩემთვის, ბიგ-მაკს ვჭამდი და ტელევიზორში ვხედავ მიშველაძე მე მაცხადებს. ანონსური ჩართვა მქონდა. 50 კიბე ერთ ნაბიჯში ავიარე და შევქანდი ქოშინით…აი, დათვს რომ ნახავ ტყეში მაგ სახით დავჯექი და ვერ ვსუნთქავდი სირბილისგან…უცებ შევვარდი და ჩემი თავი დავინახე გაცოფებული სახით. ჩანს კიდევაც… ალეკოსაც ეცინებოდა ჩემზე, კამერების უკან ოპერატორებს და ამან სულ ამშალა ”