LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თანხის სანაცვლოდ შეგიძლიათ რადიომაუწყებლობის სიხშირის შეძენა?

1135

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  დედაქალაქში საერთო და სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად  ორი კონკურსი გამოაცხადა, ქალაქ გორში კი კონკურსზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ერთი ლიცენზიაა გამოტანილი.

კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსიშპს „სუპერ ტვ“-ს, შპს „ტელე რადიო კომპანია TV-7“-ს, შპს „არტ რადიოს“ და შპს „ახალი რადიოს“ განცხადებების საფუძველზე გამოცხადდა.

თბილისში მეტრულტალღათა (90.2FM) დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის განკუთვნილი ლიცენზიის ღირებულება 10 692 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

კომისიამ დედაქალაქში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო საგენტო ევრაზიის“ მიმართვის საფუძველზე გამოაცხადა.

თბილისში მეტრულტალღათა (90.8FM) დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის განკუთვნილი ლიცენზიის ღირებულება 10 692 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

გორში კი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადება შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ მოითხოვა. ‘

გორში მეტრულტალღათა (97.3FM) დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის განკუთვნილი ლიცენზიის ღირებულებამ 6 075ლარი შეადგინა.

სამივე კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 27 თებერვლის 17:00 საათამდე იწარმოებს. კონკურსის მოსამზადებელი სხდომა 2017 წლის 2 მარტს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება და აიტვირთება კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge).

კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის დასკვნები გამოქვეყნდება კონკურსანტთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების თაობაზე ამავე წლის 4 აპრილს 13:00 საათზე ჩატარდება, საკონკურსო სხდომა კი, სადაც კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება 2017 წლის 6 აპრილს გაიმარეთება.