2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 561 ათასი შეადგინა.
2019 წლის II კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 417.1 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 325.6 ათასი ტურისტული და 235.4 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 60.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 34.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.1 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
ვიზიტორების უმრავლესობა, 44.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 44.6 პროცენტს შეადგენდა
2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.3 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით.
2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.8 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 94.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 617.5 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 1 100.7 ლარს გაუტოლდა.
მთლიანად დახარჯული თანხის 33%, ანუ 206,5 მლნ ლარი საყიდლებზე მოდის, 177,1 მლნ ლარი (28,7%) საკვებზე, განთავსება – 116,6 მლნ ლარი (18,9%), გართობა, გამაჯანსარებელი, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე – 48,6 მლნ ლარი (7.9%), ადგილობრივი ტრანსპორტი 28,8 მლნ ლარი (4,7%), სხვა – 39,9 მლნ ლარი (6.5%).
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.