საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობამ 1.98 მილიარდი ლარი შეადგინა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობას მიმდინარე წელსაც ახორციელებდა. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობამ 1.98 მილიარდი ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა სრულად ლარში იყო დენომინირებული. საპენსიო აქტივების 67.3 პროცენტი სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში იყო განთავსებული, ხოლო 32.7 პროცენტი სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. 2021 წლის განმავლობაში ჯამურად გამომუშავებულმა წმინდა სარგებელმა 161 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 9.5 პროცენტი წლიური ამონაგების ტოლფასია”, – ნათქვამია დოკუმენტში.