LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სურთ ინგლისელებს: ვისთან უნდა მოხვდეს ინგლისი, რომ რამე ეშველოს

40

გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდი The Sun 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრების შესაძლო ქვეჯგუფის შესახებ აქვეყნებს სტატიას.

The Sun-მა წილისყრის შედეგად ინგლისთან ერთად ქვეჯგუფში მოხვედრილი ნაკრებების ორი შესაძლო ვარიანტი განიხილა – ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული.

რუსეთი, ირანი და პანამა. ტაბლოიდის აზრით, სწორედ ეს იქნება იდეალური ქვეჯგუფი ინგლისისათვის. ერთადერთი დადებითი, რომელსაც The Sun რუსეთში ხედავს – გულშემატკივარია. ირანის და პანამის თაობაზე კი ყველაფერი ცხადია….

მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ინგლისელების მეტოქეები ქვეჯგუფში – ბრაზილია, ისლანდია და ნიგერია იქნებიან. ბრაზილიასთან თამაში, ინგლისს ყოველთვის უჭირდა. ისლანდიამ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაამახსოვრა ინგლისს თავი. ნიგერიამ კი რამდენიმე დღის წინ არგენტინა დაამარცხა (4:2).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები