LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ იზოლაციაში – NCDC რეკომენდაციებს ავრცელებს

622
image-2022-01-26-215525

გართულებული ეპიდვითარების ფონზე, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღითი დღე მატულობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:

  • ყელის, თავის ან წელის ტკივილი;
  • სურდო;
  • ზომიერი ცხელება;
  • ხველა;
  • ღამით ოფლიანობა;
  • საერთო სისუსტე

დარჩით სახლში ან გადადით საიზოლაციო სივრცეში. მაქსიმალურად შეზღუდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტი და აუცილებლობის შემთხვევაში, მათთან ურთიერთობისას გამოიყენეთ პირბადე.

პირველივე საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 112-ში და მიიღეთ ონლაინ კლინიკის მომსახურება.

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით. თავი მოარიდეთ საზიარო საყოფაცხოვრებო სივცრეების გამოყენებას. თუ ეს შესაძლებელია, იყავით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებში და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე.

გახსოვდეთ, ინფექციის გავრცელების შეჩერება თქვენს ხელშია! დაიცავით თქვენი საყვარელი ადამიანებისა და გარშემომყოფების ჯანმრთელობა!