„საჩივარი შევა იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ, რომ დაიწყოს გამოძიება“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ხაჭაპურიძე აცხადებს, „რა შტოზეც ისხდნენ, ის შტო თავად მოიჭრეს“.
„გაარკვიონ, რა მოხდა, პირველი – რატომ არ მოხდა პროცესზე სააკაშვილის გადმოყვანა და მეორე – როგორ, რანაირად მოხვდა იუსტიციის მინისტრის ხელში საერთოდ ეს კადრები. ამ ქვეყანაში ეს ნეოკომკავშირობა და ნეობოლშევიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
საქმე სასამართლოშია და სასამართლოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა – განიხილოს ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისა და ბოლშევიკური მეთოდების გამოყენების გარეშე.
პროცესზე პენიტენციურის წარმომადგენელმა გააჟღერა – შეიძლება ბევრი მასალა დაარქივებული არ გვაქვსო და ამის საწინააღმდეგო მოვლენა ვიხილეთ, როდესაც სააკაშვილის „ვივა მედში“ ყოფნის პერიოდში – მაისიდან 12 დეკემბრის ჩათვლით – ყველაფერი დაარქივებული და შენახული აქვთ, ასე რომ, რა შტოზეც ისხდნენ, ის შტო მოიჭრეს თვითონ“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
ამავე თემაზე:
“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი