LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვები იხსნება 13 ივლისიდან: რისი უფლება მიეცათ ოთხფეხა მეგობრებს

271
FORTUNA.GE (35)

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიამ ასევე განმარტა, რა შეზღუდვები იხსნება ორშაბათიდან ქვეყანაში.

„კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, ორშაბათიდან, 13 რიცხვიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. ვფიქრობ, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, ნებადართული იქნება. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენის ჩატარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ და მივცეთ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ გამოფენები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები