გერმანელი მრბოლელის დანიელ აბტას Youtube-არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ცნობილი პილოტი Audi-ს ახალი პროტოტიპით წრეებს ხაზავს. შოუ ქარი გერმანული ფირმის Schaeffler-ის მიერაა მოდიფიცირებული და 2,5 ლიტრის მოცულობის სტანდარტული ძრავის ნაცვლად მან სარბოლო ბოლიდის სუპერძრავი მიიღო. აგრეგატის სიძლიერე მთლიანობაში 1200 ცხენის ძალას შეადგენს და სუპერქარს 0-დან 200 კმ/სთ-ის ასაკრეფად 7 წამზე ნაკლები დრო სჭირდება. ელექტროძრავისა და ერთსაფეხურიანი ტრანსმისიის მუშაობის ეფექტურობა 95%-ს შეადგენს და ელექტრონიკა ენერგიას 64 კილოვატ საათიანი ელემენტიდან იღებს.