„ფორმულა 1“-ის პილოტმა 1000 ძალის Corvette-ით იდრიფტავა. ამერიკელმა მრბოლელმა მეთ ფილდმა თავის სპონსორ ფირმა Heat Wave-თან ერთად ჩაწერა ვიდეორგოლი, სადაც მისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელაა ნაჩვენები.
ახალ „საბრძოლო“ ავტომობილზე ფილდი 2018 წლის დასაწყისში გადაჯდა, მანამდე კი ის Nissan 240SX-ით გამოდიოდა. „ფორმულას“ მეოთხე და მეექვსე ეტაპებზე პილოტმა მეორე ადგილი დაიკავა, ამჟამად კი სატურნირო ტაბლოზე ის მე-6 პოზიციას დასჯერდა. ცოტა ხნის წინ კი ფილდმა თავისი Corvette კიდევ უფრო გააძლიერა და ახალი ვიდეო მისი შესაძლებლობების პრეზენტაციას ეძღვნება. პილოტს სჯერა, რომ ახალ სეზონზე ბევრად მეტი წარმატების მიღწევას შეძლებს.