ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონის პირველი ჰოლოგრამული მსოფლიო ტურნე An Evening with Whitney უკვე დაანონსდა.
აღნიშნიულ ტურნესთან დაკავშირებით, ITV -ის გადაცემაში This Morning ისაუბრეს, სადაც ლეგენდარული მომღერლის გამოსახულებამ, ჰიტი Greatest Love of All შეასრულა.
პირველმა ჰოლოგრამულმა პერფორმანსმა საზოგადოება პრაქტიკულად შოკში ჩააგდო და დიდი პროტესტი გამოიწვია.
უიტნი ჰიუსტონის თაყვანისმცემლებმა ჰოლოგრამული გამოსახულების შემქმნელები, კომპანია Base ტვიტერზე მწვავედ გააკრიტიკეს.
„რა შემზარავია, ამის სანახავად ფულს იხდით?”, „ჰოლოგრამას უამრავი ნაკლი აქვს, „უიტნის უფრო რეალისტურ გამოსახულებას ველოდი”, „საერთოდ არ გავს“ – წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პირველი კონცერტი მანჩესტერის სიახლოვეს, შეფილდში, 25 თებერვალს გაიმართება.