ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის ვაქცინაცია გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ცხოვრობს.
როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე აღნიშნა, უცხო ქვეყნის მოქალაქის აცრისთვის საქართველოში მინიმუმ სამთვიანი ცხოვრება ერთ-ერთი პირობაა. სხვა შემთხვევებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რომ ისინი საერთაშორისო ორგანიზაციაში არიან დასაქმებული.
„ასევე, „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის მონაწილეებს შეუძლიათ ვაქცინაცია, თუ ისინი წარმოადგენენ შესაფერის დამადასტურებელ საბუთს და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური სტატუსის და მასთან გათანაბრებული ორგანიზაციების თანამშრომლებსაც შეუძლიათ აცრა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.