LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში ხართ რისკის ქვეშ კორონავირუსით დაავადებისას – სრული ჩამონათვალი

219
nanasxiladze201119

ექიმი ნანა სხილაძე სოციალურ ქსელში წერს, რა შემთხვევაში შეიძლება, კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. გთავაზობთ ჩამონათვალს, შედარებით მძიმე და საშუალო რისკის მქონეთა გამოყოფოთ. აქვე აღსანიშნია, რომ არ არსებობს რაიმე სამედიცინო მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ორსულობაზე ახდენს გავლენას ან მუცლის მოშლას იწვევს.

“თქვენ შეიძლება კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ:

1. ჩაგიტარდათ ორგანოს გადანერგვის ოპერაცია.
2. იტარებთ ქიმიოთერაპიის , იმუნოთერაპიის ან რადიოთერაპიის ინტენსიურ კურსს.
3. მათ, ვისაც აღენიშნებათ სისხლის ან ძვლის ტვინის კიბო (მაგალითად, ლეიკემია, ლიმფომა ან მიელომა)
4. 6 თვის განმავლობაში ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ან კვლავ იღებენ იმუნოდეპრესანტულ მედიკამენტს.
5. ფილტვის მძიმე დაავადების დროს (მაგალითად, კისტოზური ფიბროზი, ან სხვა მწვავე დაავადება)
6. იღებთ მედიკამენტებს, რის შედეგადაც ინფექციების ალბათობა გაცილებით მეტია (მაგალითად, სტეროიდების მაღალი დოზები ან იმუნოდეპრესანტული მედიკამენტები)
7. გულის სერიოზული დაავადებების დროს (მძიმე მანკები)
8. დაუნის სინდრომის მქონე მოზრდილები,
რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა და უტარდებათ დიალიზი.
საშუალო რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები:
1. არიან 70 წლის ან უფროსი ასაკის აქვთ ფილტვის დაავადება (როგორიცაა ასთმა, COPD, ემფიზემა ან ბრონქიტი)
2. გულის დაავადების მქონე პირები (მაგალითად, გულის უკმარისობა)
3. დიაბეტით დაავადებულები
4. თირკმლის მწვაე ან ქრონიკული უკმარისობის მქონე პირები
5. ღვიძლის დაავადებების მქონე პირები (მაგალითად, ჰეპატიტი)
6- პარკინსონის დაავადების მქონე პირები
7- გაფანტული სკლეროზის მქონე პირები
8- ცერებრალური დამბლის მქონე პირები
9- ორსულები.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი იწვევს მუცლის მოშლას ან გავლენას ახდენს ორსულობის დროს თქვენი ბავშვის განვითარებაზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები