LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან ესთეტიკური ცენტრები და სილამაზის სალონები?

711

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია 1-ელი ოქტომბრიდან სავალდებულო ხდება. ცვლილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შედის, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით.

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ გამართა.

მისი ინფორმაციით, ცვლილების შესაბამისად,  ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ამისათვის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ. იმ შემთხვევაში კი , თუ არ გაივლიან რეგისტრაციას, ისინი დაჯარიმდებიან .

„ჯარიმები 50 ლარიდან 1000 ლარამდეა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენჯერ მოხდება დარღვევა“, – განაცხადა  კვარაცხელიამ და აღნიშნა, რომ სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მფლობელების ინფორმირება რამდენჯერმე მოხდა.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია უფასოა.