LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში დაგებლოკებათ სამგზავრო ბარათი 1 წლით? – რა წერია მერიის დადგენილებაში

521
f86bc1e1-5913-4034-936d-86ef23a639dd-640-2022-01-09_13-51-32_842094

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მფლობელის მიერ სხვა პირთა მგზავრობისთვის გამოყენებული ან მფლობელის მიერ სხვა პირზე სამგზავრო ბარათის გადაცემის დაფიქსირების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ სისტემაში (ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, საბაგირო) ჩართული ბარათები ერთი წლით დაიბლოკება.

თბილისის მერიის მიერ 16 ივლისს გამოცემული შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 18 ივლისს გამოქვეყნდა.

დადგენილებას ხელს აწერს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ის ძალაში დადგენილებისთანავე ანუ 18 ივლისიდან შევიდა.

ცვლილების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ პირი თავის კუთვნილ სამგზავრო პლასტიკურ ბარათს, რომელიც ერთიან სატრანსპორტო სისტემაშია ინტეგრირებული, სხვა პირის მგზავრობის საფასურის გადასახდელად გამოიყენებს, ან სხვას სამგზავროდ გადასცემს და აღნიშნული შემთხვევა გამოვლინდება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევი პირის კანონმდებლობის შესაბამისად დააჯარიმებს და უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირთა სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის 1 წლით დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

დაბლოკვის ვადის გასვლის შემდეგ კი, ბარათი ავტომატურად, უფასო განიბლოკება“;

სამგზავრო პლასტიკური ბარათის განბლოკვა გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ შესაბამის გადაწყვეტილებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები