LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში და სად შეგვიძლია უფასო ტესტირების ჩატარება

375
მთავარი ფოტო

პანდემიის პირობებში, კორონავირუსის ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მატულობს კოვიდტეტსირების მსურველთა რაოდენობაც. ადამიანებმა უკვე გაიაზრეს, რომ საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებებს და კოვიდტესტი ჩაიტარონ.

ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის ორი ძირითადი ტიპის ტესტი არსებობს – PCR და სწრაფი ანტიგენის ტესტები. გარდა ამისა, შესაძლებელია სისხლში ანტისხეულების განსაზღვრა იმის დასადგენად, გადატანილი გაქვთ თუ არა ვირუსი ადრე, ან გაქვთ თუ არა იმუნური პასუხი ვაქცინაციის შემდეგ.

PCR – მაღალტექნოლოგიური ტესტია, რომელიც ადგენს ნაცხში ვირუსის დნმ-ის არსებობას პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციით. პროცედურის დროს ექთანი ყელიდან, ან ცხვირიდან იღებს ნაცხს სპეციალური ჩხირის გამოყენებით. ეს პროცესი მტკივნეული არ არის, თუმცა შეიძლება მცირე დისკომფორტი გამოიწვიოს. ნიმუში იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც დგინდება ვირუსის გენეტიკური მასალა.

სწრაფი ტესტის ანუ ანტიგენების ტესტის ჩატარების პროცედურა პისიარის თითქმის ანალოგიურია, პასუხი კი გაცილებით მალე 10-15 წუთში ხდება ცნობილი. თუმცა, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ დაავადების საწყის ეტაპზე ტესტს აქტიური ინფექცია „გამორჩეს“. ეს კიდევ უფრო სავარაუდოა, თუ პაციენტი სიმპტომების გამოვლენიდან მალევე ან პირიქით, 10 დღის შემდეგ იტარებს ტესტს. ამიტომაც PCR- ტესტი უფრო ზუსტად ითვლება, ვიდრე სწრაფი ტესტი.

თბილისსა და რეგიონებში სწრაფი ტესტის ჩატარება, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უფასოა.

თუ რომელ კლინიკებში შეძლებთ სახელმწიფოს დაფინანსებით დიაგნოსტიკას, დეტალური ინფორმაციას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე:  stopcov.ge,  მითითებულ ბმულზე  –https://stopcov.ge/ka/klinikebi ნახავთ.

რაც შეეხება პისიარ ტესტს – პისიარ ტესტირება ფასიანია და მისი ღირებულება სხვადასხვა კლინიკაში 55-დან 150-ლარამდე მერყეობს. სხვადასხვა კერძო კლინიკა მოქალაქეებს ბინაზე მომსახურებასაც სთავაზობს.

პისიარ ტესტირება უფასოდ გეკუთვნით, თუ გაქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და სწრაფმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, ამ შემთხვევაში ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე პისიარ ტესტირებას სახელმწიფო დაგიფინანსებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები