მარინა ბერიძე შვილიშვილთან ერთად ლელა წურწუმიას გადაცემას ესტუმრა.
ლელამ მას ჰკითხა, რა მოსწონს და რა არა ბებიის სატელევიზიო გამოსვლებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის რომელიმე მუსიკალური კონკურსის ჟიურიში ზის.
„მეგობრები მიგდებენ ვიდეოებს, ნახე, ბებიაშენი შეგვხვდა, რა სასაცილოაო და მეც ვიცინი ხოლმე. მომწონს, როგორი გულწრფელია. ზოგჯერ მისი გულწრფელობა არ მომწონს. ზოგჯერ ხალხს ისე ეუბნება, რომ შესაძლოა, მათ ეწყინოთ…“, აღნიშნავს ქეთო.