LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში აძევებენ უცხოელს საქართველოდან და ვინ იღებს გადაწყვეტილებას

გადაცემას ”კანონის ფარგლებში” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი ანა კაპანაძე ესტუმრა. საუბარი მიგრაციის დეპარტამენტის საქმიანობას შეეხო.

 ზოგადად გვესაუბრეთ მიგრაციის დეპარტამენტის შექმნისა და საქმიანობის შესახებ…

საქართველო, გარკვეული მოქალაქეებისათვის მიმზიდველი ქვეყანა გახდა. მართალია ქვეყნისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარება და საქართველოს საუკეთესო მხრივ წარმოჩენა-პოპულარიზაცია, მაგრამ იგი საფრთხის შემცველიცაა, როგორც ყოველივეს, ამ შემთხვევაშც მედალს მეორე მხარე აქვს. კერძოდ, ეს არის უკანონო მიგრაცია და მისი უარყოფითი შედეგები. აღნიშნულ მოვლენებზე მეტი ყურადღების მიქცევა გახდა საჭირო და ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯი გადადგა, ეს იყო 2014 წლის სექტემებრს ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის ახალი რედაქციით ამოქმედება, რომელმაც დაარეგულირა უცხოელის საქართველოში შემოსვლის, ტრანზიტით გავლის, ყოფნის, უცხოელის დაკავების, დროებითი განთავსების ცენტრში განთავსებისა და საქართველოდან გაძევების სამართლებრივი მექანიზმები. სწორედ ამავე წელს შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი დანაყოფი ანუ მიგრაციის დეპარტამენტი. რომელიც უფლებამოსილია გამოავლინოს საქართველოში სამართლებრივი საფუძლის გარეშე მყოფი უცხოელი, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით განახორციელოს შემდგომი ღონისძიებები, დაკავება იქნება ეს თუ გაძვეების პროცედურები.

საქართველოდან გაძევებას რა შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს უცხოელი?

უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლები განსაზღვრულია კანონით და შესაძლებელია განხორციელდეს თუ:

  1. კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში; (სასაზღვრო პუნქტის გევრდის ავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე)
  2. აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; (ვიზაზე ან ბინადრობაზე შეუწყდა ან გაუვიდა მოქმედების ვადა)
  3. საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;
  4. მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
  5. იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; (იგულისმება, უცხოელმა თუ 2-ჯერ ან მეტჯერ ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა)
  6. მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა;
  7. მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა – სასჯელის მოხდის შემდეგ;
  8. მას შეფარდებული აქვს არასაპატიმროსასჯელი – სასჯელისმოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.

 ვინ იღებს გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ?

უცხოელის საქართველოდან გაძვებაზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია როგორც მიგრაციის დეპარტამენტს ასევე სასამართლოს, ამ შემთხვევაში კანონითაა განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები.

არსებობს თუ არა შესაბამისი ინფრასტრუქტურული შენობა, სადაც მოხდება დაკავებული უცხოელის  შემდგომი მოთავსება?

დაკავებული უცხოელის მოთავსება ხორციელდება მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, რომელიც მდებარებს მიხეილ გახოკიძის #16-ში. იგი არის ევრო სტანდარტების შესაბამისი ნაგებობა, რომელშიც შესაძლებელია ერთდროულად 92 უცხოელის მოთავსება. იგი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით, უცხოელს ცენტრში შეულია მიიღოს 24 საათიანი სამედიცნო მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ფსიქოლოგის დახმარება, სამართლებრივი კონსულტაცია როგორც იურიდიული განყოფილების, ასევე უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილების მეშვეობით, მოახდინოს თავისი უფლებების რეალიზება და მისი მეშვეობითვე მოახდინოს რეაგირება უფლებების დარღვევებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რა შემთხვევაში, რის საფუძველზე ხვდება უცხოელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში?

  1. დაკავების საფუძვლებს კანონი განსაზღვავს და იგი შესაძლებელია განხორციელდეს:
  2. თუ ვერ ხერხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის იდენტიფიცირება; (მაგალითად ვერ ხერხდება პიროვნების დადასრტურება. არ გააჩნია უცხოელს არანაირი დოკუმენტი)
  3. თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე; (მაგალითად: არ თანაშმრომლობს შესაბამის ორგანოსთან, თავს არიდებს მგრაციის დეპარტამენტში გამოცხადებას და სხვა)
  4. თუ უცხოელმა არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები; (პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში არაუმეტეს კვირაში 2 გამოცხადება, საქათევლოს მოქალაქის თავდებობა ან/და მინიმუმ 1000 ლარის საბანკო გარანტია, რეგულარული შემოსვალის დამადასტურებელი ცნობა; არაუმეტეს 2000 ლარიანი გირაო)
  5. თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
  6. თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; (მაგალითად არ აქვს საცხოვრებელი, ღამეს ათევს ღია ცის ქვეშ, არ აქვს სასაარსებო წყარო და ფინანსური შემოსავალი)
  7. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად; (მიღებულია გადაწყვეტლება უცხოელის  საქართველოდან გაძევების თაობზე, მაგრამ, გადაწყვეტილებით მინიჭებულ ნებაყოფლობითი დატოვების ვადაში უცხოელმა არ დატოვა საქარველოს ტერიტორია)
  8. უცხოელის სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად.

დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, აქედან 48 საათის განმალობაში წარდგენილ უნდა იქნას შუამდგომლობა სასმაართლოში, რომელიც ვალდებულია 24 საათში მიიღოს გადაწყვეტილება პირის მოთავსებაზე, ასევე აღსანიშნავია, რომ ცენტრში უცხოელის მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. დაკავება ხდება 3 თვემდე ვადით და იგი შესაძლებელია საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაგრძელდეს კვლავ მოსამართლის ბრძანებით.

როგორია სტატისტიკა, რამდენი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და რამდენი უცხოელი დაექვემდებარა საქართველოდან გაძევების პროცედურებს გასულ 2016 წელს?

 გასულ 2016 წელს 71 პირზე იქნა მიღებული გაძევების გადაწყვეტილება, აქედან 43 მიგრაციის დეპარტამენტის მიერ იქნა მიღებული 28 კი – სამსართლოს მიერ. 

აქვს თუ არა უცხოელს საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების  გასაჩივრების უფლება?

 უცხოელს უფლება აქვს გაასაჩივროს მის შესახებ შედეგენილი დოკუმენტები შესაბამისი წესით. თითოეული ბრძანებისა თუ გადაწყვეტილების მისთვის გაცნობისას, უფლებრივი ნაწილი სადაც მითითებულია სად და რა დროშია შესაძლებელი გასაჩივრება განემარტება მას მისთვის გასაგებ ენაზე, გასაჩივრება ხდება ადმინისტაციული საპროცესო კოდექსით დადგენილ წესით. ვადები განისაზღვრება იმის შესაბამისად, თუ რომელი ორგანოს მიერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად: მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება გაცნობიდან 10 დღის ვადაში. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტლება კი 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, რომელიც 14 დღის ვადაში განიხლიავს მას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება  საბოლოოოა და არ საჩივრდება;

საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, როგორ ხდება მისი აღსრულება?

 უცხოელის საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში  აუცილებელია, უცხოელს მიეცეს კანონმდებლობით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვებისათვის ვადა, რომელიც შესაძლებელია იყოს 10-დან-30 დღემედე. ასევე გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადა 2-5 წლამდე. თუ პირი ნებაყოფლობითი დატოვებისათვის მიცემულ ვადაში არ დატოვებს ტერიტორიას, მოხდება გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება. შესაძლებელია იგი განხორციელდეს ესკორტით ან ესკორტის გარეშე, თითოეული ეს შემთხვევაც ინდივიდუალურია და საქმიდან მიიღება გადაწყვეტილება ესკორტის დანიშვნის შესახებ.

უცხოელმა ვის შეიძლება მიმართოს საიმიგრაციო წესებთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად?

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმეტეს შემთხვევაში უცნობია საქართველოშo არსებული საიმიგრაციო წესები და რეგულაციები, არ ფლობს ინფორმაციას კანონმდებლობის შესახებ, შესაძლებელია ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეს, მაგრამ სრლულად ვერ ამოწურავ თემას, ვინაიდან შესაძლებელია კანონში შევიდეს ცვლილება, რაიმე პროცედურა ან/და ვადები შეიცვალოს, მაგალითად ტრანზითით ყოფნის ვადა … და  აშ. ასევე შესაძლებელია იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში სარგებლობენ უვიზოდ შემოსვლის უფლებით დაემატოს ან/და პირიქით ამოვარდეს რომელიმე სახელმწიფო. აღნიშნულიდან გამომდინარეჩვენ მზად ვართ სამართლებრივი კონსულტაცია გავუწიოთ მათ. მიგრაციის დეპარტამენტში არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით. 2 41 96 07 ან 2 41 96 34.

გადაცემის ჩანაწერი