LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეიძლება იყოს სვანეთის მთებზე უფრო ლამაზი? – ელიზაბეთ რუდი

361
72592384-10157600873342954-6605237054991237120-n (2)

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სვანეთში  გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აღფრთოვანებით წერს ამ კუთხის სილამაზეზე. ელიზაბეთ რუდი ამბობს, რომ მესტიიდან უშგულში ლაშქრობა განსაცვიფრებელი თავგადასავალი აღმოჩნდა მისთვის.

ელიზაბეთ რუდი #spendyoursummeringeorgia-ს უერთდება - ფოტოები მყინვარწვერიდან (ფოტო)

ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ადის და ამავდროულად, მოქალაქეებისგან რეკომენდაციებს ელის, რა მოინახულოს ყაზბეგში.

„რა შეიძლება იყოს სვანეთის მთებზე უფრო ლამაზი შემოდგომაზე? ამ დღეებში მესტიიდან უშგულში ლაშქრობა განსაცვიფრებელი თავგადასავალი აღმოჩნდა ჩემთვის. ყველას მოვუწოდებ, მოინახულოს საქართველოს ბუნების საგანძურები ამ შემოდგომით და მთელი წლის განმავლობაში!” -ამბობს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ხშირად სტუმრობს მთიან ადგილებს. წელს ელიზაბეთ რუდი კამპანიას #spendyoursummeringeorgia-ს შეუერთდა. საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები და მისი განცხადებები საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!” – დაწერა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა 28 ივნისს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები