LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეიცვლება დედაქალაქში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვით – სახალხო პლატფორმა

160
დავით-ჯაიანი

18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა და გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსების გადანაწილება სხვადასხვა მარშრუტზე, ბასლეინები, ველობილიკები, სატრანზიტო დერეფნები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამ მიმართულებით –  ამ თემებზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანმა ისაუბრა.

რა ეტაპზეა 18 მეტრიანი ავტობუსების გადანაწილება?

50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ქალაქში უკვე შემოსულია და სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება.  უკვე დაწყებულია 18 მეტრიანი ავტობუსების დედაქალაქში შემოყვანა და კონკრეტულ მარშრუტებზე მათი გადანაწილება. ცხრა ახალი ავტობუსით უკვე ჩანაცვლდა 12-მეტრიანი ავტობუსები N302 მარშრუტზე, უახლოეს მომავალში კი ახალი ავტობუსები გადანაწილდება N301, N308 და N314 მარშრუტებზე. დედაქალაქს წლის ბოლოსთვის 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი ეყოლება. დაგეგმილია ასევე, დამატებით 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ქალაქში უკვე შემოსულია და სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება. წლის ბოლომდე, დარჩენილი 110 ავტობუსი შემოვა, მომავალ წელს კი დამატებით 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვა მოხდება. 18-მეტრიანი ავტობუსები ათ ძირითად სატრანზიტო დერეფანს სრულად დაფარავს.

როგორც ვიცი გრძელდება ქალაქის მასშტაბით საავტომობილო ზონების მოწყობა…

იმისთვის, რომ სისტემამ სწრაფად და ეფექტურად იფუნქციონიროს, საავტობუსო ზოლების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. დედაქალაქში მოეწყობა ათი ძირითადი სატრანზიტო დერეფანი, რის შედეგადაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას, დამატებითი „ბასლეინების“ მოწყობა კი პირველ რიგში, წერეთლის გამზირზეა დაგეგმილი.

რა შეიცვლება ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვით?

„ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა ნიშნავს, რომ მოქალაქეებს გადაადგილებაზე ნაკლები დრო დაეხარჯებათ. „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა მთლიან ქალაქს მოიცავს და მისი დანერგვა ნაკადების ოპტიმიზაციასთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტიზაციას კიდევ უფრო მეტად მოახდენს. გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანი ქალაქში „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვაა. სისტემა შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის. სისტემა გულისხმობს მთელი ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი კვანძის მოცვას, მათ გადაიარაღებას, სპეციალური აღჭურვილობის შეძენასა და დამონტაჟებას, ასევე, შესაბამისი, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, აღნიშნული სისტემა მართოს და მისი ეფექტურად მუშაობა უზრუნველყოს. „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა ნიშნავს, რომ მოქალაქეებს გადაადგილებაზე ნაკლები დრო დაეხარჯებათ და საზოგადოებრივ ტრანსპორტს პრიორიტეტი კიდევ უფრო მეტად მიენიჭება.

სისტემა მოახდენს ნაკადების ოპტიმიზაციას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტიზაციას და სახანძრო/სამაშველო/სასწრაფო დახმარების მომსახურებების დაჩქარებას.

რაც შეეხება დიდგაბარიტიანი ავტომანქანების გადაადგილებას, რა იცვლება ამ მიმართულებით?

დიდგაბარიტიანი ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შედეგი ქალაქის ქუჩებზე უკვე ისახება დედაქალაქის ე.წ. საცობებისგან განტვირთვის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში ამოქმედდა შეზღუდვა, რაც სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას ეხება. დადგენილია ის არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს. ასევე, განსაზღვრულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის შესაბამისი გამონაკლისები: სპეცტექნიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკა, ასევე, ტურისტული სატრანსპორტო საშუალებები.

აღნიშნული შეზღუდვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით მოქმედებს. ჩვენს შემთხვევაში, გადაადგილება მხოლოდ სამუშაო დღეებში, დილისა და საღამოს პიკის საათებშია აკრძალული. ეს არის მინიმალური ნაბიჯი, რომელიც მუნიციპალიტეტმა ამ მიმართულებით გადადგა. ვფიქრობთ, რომ შეზღუდვის შედეგი, საცობებისგან განტვირთვის თვალსაზრისით, ქუჩებზე უკვე ისახება.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა სამუშაო დღეებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში მოქმედებს. აკრძალულ ზონაში, შეზღუდვის საათებში გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლი 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

სიახლეა ისიც, რომ დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პირველი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას პირველი მარტიდან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებენ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება ერთი რაიონისთვის ან ერთი ქუჩისთვის არ არის განკუთვნილი. ჩვენი მიზანია, რომ სისტემით ქალაქის ძირითადი ქუჩები დაიფაროს, რაც ეტაპობრივად, საგზაო ინფრასტრუქტურის შესაბამის ცვლილებასთან ერთად განხორციელდება.

ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი აპრილიდან წერეთლის გამზირთან ერთად, ამოქმედდება შემდეგ ქუჩებზე: ალიო მირცხულავას ქუჩა; წყალტუბოს ქუჩა; სამტრედიის ქუჩა; ბაქრაძის ქუჩა; ხოშარაულის ქუჩა; არჩილ კერესელიძის ქუჩა; რაჟდენ გვეტაძის ქუჩა; ქუთაისის ქუჩა; ფოთის ქუჩა; ბათუმის ქუჩა; შოთა იამანიძის ქუჩა; არჩილ ქურდიანის ქუჩა; სლავა მეტრეველის ქუჩა; ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა; დავით ყიფიანის ქუჩა; თევდორე მღვდლის ქუჩა; თემურ ფიფიას ქუჩა; იროდიონ ევდოშვილის ქუჩა; სოხუმის ქუჩა; ზუგდიდის ქუჩა; ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა; გორის ქუჩა; ბათუმის შესახვევი; გორის შესახვევი; ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩა; სპირიდონ კედიას ქუჩა; ვანის ქუჩა; სტანისლავსკის ქუჩა; თ. ერისთავის ქუჩა; ტრანსპორტის ქუჩა. რაც შეეხება საინფორმაციო ჯიხურებს, ისინი დროებით განთავსდება წერეთლის გამზირის N118-ში, N116-ში, N76-ში, N48-ში, ასევე N12ა-ს მიმდებარედ, წყალტუბოს ქუჩის N10-ში და ტრანსპორტის ქუჩის მიმდებარედ.