LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეღავათებით ისარგებლებს ფიზიკური პირი, რომელიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს?

89

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იმ შეღავათებს აქვეყნებს, რომლებიც  მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ფიზიკურ ფირებს ეკუთვნით.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი სარგებლობს საშემოსავლო და ქონების გადასახადებთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათებით.

კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, თუ მთელი წლის განმავლობაში 6000 ლარამდე შემოსავალი მიიღო, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

ასევე, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მთელი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.

საშემოსავლო გადასახადი გაუნახევრდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე;

რაც შეეხება მიწის გადასახადს. მიწის გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.

კანონი “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” 2016 წლის 1 იანვარს ამოქმედდა.