LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შედეგით დასრულდა რეგიონის მაჟორიტარსა და ბორჯომის ქარხნის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა

87
photo-2021-05-19-10-45-38

საწარმო მზად არის თითოეული საკითხის განხილვისთვის, – ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა კომპანია „ბორჯომის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ობოლაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიის სურვილია, პროცესი მოლაპარაკების რეჟიმში გადავიდეს.

„შეხვედრა იყო კონსტრუქციული. ის მოთხოვნები, რაც თანამშრომლებს აქვთ, ფაქტობრივად განხილული აქვთ და დაახლოებული არის პოზიციები. თითოეული თანამშრომელი არის ამ საწარმოს კაპიტალი და თითოეულ მათგანს საწარმო უფრთხილდება. მათი დიდი სურვილია, პროცესი გადავიდეს მოლაპარაკების ფარგლებში და ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნა, მათივე გათვლებით დაახლოებულია, ანუ თითქმის დაკმაყოფილებულია. დარჩა მხოლოდ და მხოლოდ შეხვედრის ეტაპი, რომ მოხდეს საბოლოო შეჯერება და აისახოს ხელშეკრულებებზე. დოვლათს, საწარმოს თანამშრომლები ქმნიან და ისინი თუ არ იქნებიან, მაშინ ეს დახურვას ნიშნავს, დროებითი იქნება თუ სხვა სახის “, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

IDS ბორჯომმა ორივე ქარხნის მუშაობა შეაჩერა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები