სულ ცოტა ხნის წინ TIME-მა 16 წლის გრეტა ტუნბერგი წლის ადამიანად დაასახელა. გრეტა ახალგაზრდა შვედი ეკოაქტივისტია, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე მოიპოვა, როდესაც ემოციური სიტყვით გამოვიდა და მსოფლიო ლიდერები მკაცრად გააკრიტიკა.
გრეტა ტუნბერგი TIME-მა წლის ადამიანად დაასახელა
16 წლის გოგონა, ბრძოლისუნარიანობით და მიზანდასახულობით მსოფლიო ლიდერების და აქტივისტების ყურადრების ცენტრში მოექცა.
გრეტაც წარმატება არ გამოპარვია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელსაც აქამდეც არაერთი კომენტარი გაუკეთებია გოგონასთან დაკავშირებით.
“რა სასაცილოა. გრეტამ აუცილებლად უნდა იმუშავოს ბრაზის მართვაზე, შემდეგ კი მეგობართან ერთად რამე ძველი ფილმის სანახავად წავიდეს. მოდუნდი, გრეტა, მოდუნდი!”,-ასე ცინიკურად გამოეხმაურა ტრამპი ტუნბერგის წლის ადამიანად დასახელებას.
თქვენ მე ოცნებები და ბავშვობა წამართვით – 16 წლის გოგონას ემოციური გამოსვლა გაეროს სამიტზე
So ridiculous. Greta must work on her Anger Management problem, then go to a good old fashioned movie with a friend! Chill Greta, Chill! https://t.co/M8ZtS8okzE
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 12, 2019